logo
ENG



ზალკალიანი ელჩის გაწვევაზე: ძალიან გამიკვირდა, ყველაფერი თითქოს ორკესტრირებულს ჰგავს

01 მარ 202222:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/80k4txkd0l33644.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა გაუკვირდა და მისთვის ეს "რთული ასახნელია". როგორც ზალკალიანმა იმედის ეთერში თქვა, "ყველაფერი ორკესტრირებულს ჰგავს".

"ძალიან რთული ასახსნელია, რომ ახსენეთ ერთ-ერთი ქვეყანა [ბელარუსი], რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული პრეტენზიები, რომ მისი ტერიტორიები გამოიყენება საომარი ოპერაციებისთვის, იქ დღემდე არის ელჩი და არანაირი დემარშის ეს დაბალი ფორმაც არ გამოყენებულა ამ ქვეყნის მიმართ. არ მინდა ეს იყოს გაგებული, რომ ვინმეს რაღაცას მოვუწოდებ. ძალიან გამიკვირდა ეს, რადგან მეჩვენება, რომ ყველაფერი თითქოს ორკესტრირებულს ჰგავს და ის ქმედებები, რაც მოყვა თბილისში და ვხედავთ, საზოგადოების ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ეს. მართლაც გაოცებული ვარ", - ამბობს ზალკალიანი.

ზალკალიანი აცხადებს, რომ მოლდოვაშიც ქართული ოცნების მსგავსი პოზიცია აქვთ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადობიესა და ოპოზიციის რეაქცია არაა ისეთუ, როგორიც საქართველოშია:

"ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის კარგად დადგმული სცენარის ეპიზოდი და როგორ ცდილობენ ოპონენტები, რომ უკრაინის თემათიკა გამოიყენონ შიდა დაპირისპირების თემატიკისთვის". 

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს, რასაც ხელისუფლება "ქვეყნის ინტერესების" საბაბით ხსნის. გარდა ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.

ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურთ მათ, ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის არგამოცხადებას და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ინდივიდუალურად წასვლის ხელშეშლას. სწორედ ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მოხალისეების ომში წასვლას ხელს არ უშლიან NATO-ს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც საომარ მოქმედებებში ჩართულნი არ არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მორალური უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ხელი შეეშალათ მოხალისეებისთვის.

"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა