logo
ENG



ზალკალიანი ფაშინიანის ვიზიტზე: ეს ხაზს უსვმას სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას

03 მარ 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ეწვია. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა. დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი 2 ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს მეორე ოფიციალური ვიზიტია სომხეთის პრემიერის. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ საქართველოში გაიმართა. მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ვიზიტები ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან. განსახილველ საკითხებს შორის კორონავირუსთან კოორდინირებული ბრძოლაც იქნება.


close დახურვა