logo
ENG



ზალკალიანი შვედეთის სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

05 ნოე 201911:38
3 წუთის საკითხავი
 
juse6rf80nxot3f.png

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აღსანიშნავია რომ 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს გახლავთ საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი სტოკჰოლმში. შეხვედრების მთავარი თემა შვედეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალია. როგორც ცნობილია, სწორედ შვედეთი გახლავთ ამ ფორმატის ერთ-ერთი ინიციატორი პოლონეთთან ერთად. მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ასევე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. SIDA საქართველოსთან 2020-ის შემდგომ, მომდევნო 7-წლიანი პროექტის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც ორმხრივი შეხვედრების დროს, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ვისაუბროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ახალ ნაბიჯებზე, რას ველით 2020 წლის შემდეგ, სწორედ ამ თემებზე მქონდა მე დღეს საუბარი შვედეთის სახელმწიფო მინისტრთან ევროპის საკითხებში, ასევე თავდაცვის მინისტრთან“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 


close დახურვა