უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.
"ხარკოვის მიმართულებით მოძრაობა დავიწყეთ არა მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ. სახელმწიფო საზღვრამდე 50 კმ დარჩა". - განაცხადა მან.
ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახულია ხარკოვის რუსეთის ჯარებისგან გათავისუფლებული სოფლები: ბაირაკი, ნოვაია გუსაროვკა, შჩუროვკა და ოლხოვატკა.
„რუსული ჯარების მძლავრი გამაგრებული ტერიტორიების აღებამ, რომლებსაც ისინი ამაყად უწოდებდნენ „მოსკოვს“, „ომსკს“ და „პიტერს“, შესაძლებელი გახდა კონტრშეტევის ჩატარება ბალაქლეიაზე, იზიუმსა და კუპიანსკზე". - აცხადებს ზალუჟნი.
6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.