logo
ENG



ზალუჟნი: რუსულმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს

10 თებ 202314:56
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 10 თებერვალს რუსულმა საკრუიზო რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.

"დღეს, 10 თებერვალს, 10:18 საათზე, ორმა რუსულმა საკრუიზო რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვასთან. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადალახეს რუმინეთის საჰაერო სივრცე. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში, ამ სამი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის ადგილას დაბრუნდნენ."- წერს ზალუჟნი Twitter-ზე.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას რუსული რაკეტის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შესახებ. წერს "რადიო თავისუფლების" რუმინული გამოცემა.
 
"ინფორმაცია რუსული რაკეტის შესახებ, რომელმაც რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, არ არის დასტურდება."- აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინიტრო. 
 
რუსული რაკეტის მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის გადაკვეთასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი, სამინისტროში დაბარების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დანიელ ვოდა აცხადებს.
 

"რუსული მხარე აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო დარტყმები პირდაპირ და უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე... ჩვენ მკაცრად ვგმობთ არამეგობრულ ქმედებებს და განცხადებებს მოლდოვას წინააღმდეგ. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას- შეაჩერე სამხედრო აგრესია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც უამრავი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი მოჰყვება." - განაცხადა ვოდამ.


close დახურვა