logo
ENG



ზალუჟნი: უკრაინამ ფრონტის ხაზზე სიტუაციის დასტაბილურება მოახერხა

19 ივლ 202200:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/kxqx5tghkb4klr5.jpeg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ ფრონტის ხაზზე სიტუაციის დასტაბილურება მოახერხა.

ზალუჟნიმ ეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ "სიტუაცია დაძაბულია, თუმცა სრულიად კონტროლირებადი".

"ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზაცია. კომპლექსური, დაძაბული, მაგრამ სრულიად კონტროლირებადია. ჩვენი თავდაცვითი ხაზების და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორია M142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომლებიც დარტყმებს აყენებს მტრის მართვის პუნქტებს, საბრძოლო აღჭურვილობასა და საწვავის საწყობებს"- განაცხადა ზალუჟნიმ.


close დახურვა