logo
ENG



ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ხანძარი ლოკალიზებულია

04 მარ 202208:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/4om6yevyblc756a.jpg

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი 2 ათას კვადრატულ მეტრზე ლოკალიზებულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძარი სადგურის სასწავლო-სავარჯიშო კორპუსში გაჩნდა, კერძოდ იწვის შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს. ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ინფორმაცია მიაწოდა. 


close დახურვა