რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონის დედაქალაქი მელიტოპოლი იქნება.
შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს ევგენი ბალიცკი, რომელიც ხელმძღვანელობს საოკუპაციო ადმინისტრაციას, 3 მარტს გამოიცა. ამავე განკარგულებით ბერდიანსკმა და ენერგოდარმა რეგიონული მნიშვნელობის ქალაქების სტატუსი მიიღეს.
TASS-ის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე 13 რაიონი შეიქმნა, მათი "საზღვრები" კი "განისაზღვრება უკრაინის სსრ ადმინისტრაციული ზონირების საზღვრებით, 1991 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით."
გარდა ამისა, რუსული საოკუპაციო რეჟიმი მელიტოპოლის საზღვრებს აზოვის ზღვის სანაპირომდე ზრდის.
ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოლქის უმსხვილესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ზაპოროჟიე - კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
გასული წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული ტერიტორიების - ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს - ანექსიის შესახებ გამოაცხადა.