logo
ENG



ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი: ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს

04 მარ 202214:02
3 წუთის საკითხავი
 

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს.

"საპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლოკალიზებულია, ახლა ის სტაბილურად მუშაობს", - აცხადებს ალექსანდრე სტარუხი.

მისივე თქმით, ოკუპანტებს სურთ, რომ უკრაინაში ელექტროენერგია გაითიშოს.

"ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ოკუპანტების ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყნის მთელი ენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების შეწყვეტას და ელექტროენერგიის გათიშვას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის", - განაცხადა ზაპოროჟიეს ხელმძღვანელმა.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში გვიან ღამით მიიტანეს. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.

ამ დროისთვის, ატომური ელექტროსადგური რუსული ჯარების კონტროლის ქვეშაა.


close დახურვა