logo
ENG



ზაპოროჟიეს რეგიონში, ავიაკატასტროფის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

22 აპრ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/ekjwpvyg8dhwox9.jpg

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს რეგიონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 1 ადამიანია დაღუპული, 2 კი დაშავებული.

“დღეს 09:00 საათზე [აღმოსავლეთის დროით 7 საათზე], ზაპოროჟიეს რეგიონში, მიხაილივკას მახლობლად, თვითმფრინავი AN-26, რომელიც წინასწარი ინფორმაციით უკრაინას ეკუთვნოდა, ჩამოვარდა. თვითმფრინავი ტექნიკურ ფრენას ასრულებდა,” - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავში მყოფი ეკიპაჟის წევრების რაოდენობა და ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ კიდევ ზუსტდება. წინასწარი და ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, თვითმფრინავი ელექტრო ბოძს დაეჯახა, რის გამოც ძრავას ცეცხლი წაეკიდა.

“შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ,” - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

 


close დახურვა