logo
ENG



ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და ხარკივში აფეთქებების ხმა ისმოდა

03 ნოე 202209:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/xtcfcolphba7s0m.jpg

ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და ხარკივში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ე,წ კამიკაძე დრონებითა და რაკეტებით დაესხნენ თავს.

კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეცა და დააზიანა, რის გამოც ქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეუწყდა.

ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე რაკეტები არ ჩამოვარდნილა. უკრაინულმა ძალებმა ყველა დრონი, რომელიც რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით გაუშვეს, ჰაერშივე გაანადგურეს.

რაც შეეხება ხარკივს, ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა რეგიონზე იერიში S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. ოკუპანტებმა ქალაქის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს, რასაც მსხვერპლი არ მოჰყვა, რადგან შენობა ცარიელი იყო.


close დახურვა