logo
ENG



ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა საცხოვრებელ სახლს რაკეტა ესროლეს - არის მსხვერპლი

02 მარ 202308:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/2uli7nsm260dr6c.jpg

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რუსებმა სავარაუდოდ С-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში ამბობენ, რომ თავდასხმის დროს სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 ადამიანი ამ დროისთვის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

მათივე თქმით, ნანგრევებში კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება, თუმცა დაშავებულების ან გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა