უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გვიან ღამით ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
უწყების ცნობით, სამუშაოებში სულ ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის 101 თანამშრომელი და 23 ტექნიკა, მათ შორის 60 მაშველი და 13 სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკა. მათი განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად 11 ადამიანი გადაარჩინა შეძლეს.
რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე 2 მარტს, ღამით განახორციელა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების თავდასხმას 8 თვის ბავშვის სიცოცხლეც ემსხვერპლა.