logo
ENG



ზაპოროჟიეში რუსული საჰაერო ძალების დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია

28 აპრ 202212:19
3 წუთის საკითხავი
 

ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია. ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ინფორმაციით დაბომბვა დღეს დილით დაიწყო. X-55 ტიპის რაკეტების ჩამოგდების შედეგად 2 კერძო სახლი დაზიანდა.

„ზაპოროჟიე, დილა, მტრის რაკეტების შემოსვლა. პირველადი ინფორმაციით, 2 სახლი კერძო სახლი დაზიანდა. თავდასხმა რუსეთის ავიაციამ განახორციელა. X-55 "ჰაერიდან-მიწამდე" ტიპის რაკეტები გამოიყენეს“, - წერია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჯერჯერობით ცნობილია 3 დაღუპულის შესახებ.

გარდა ამისა, ხარკივის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით გასულ დღეს ხარკივზე 11 საარტილერიო თავდასხმა განხორციელდა. რეგიონში დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, 1 კი დაიღუპა.

 

close დახურვა