logo
ENG



ზაპოროჟიეში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

07 ოქტ 202218:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/pxfycdwoxghhwbh.jpg

გუშინ რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქზე 9 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად წარმოიშვა ხანძრები და დაინგრა საცხოვრებელი სახლები.

"ამ დროისთვის, 12 დაღუპული ადამიანის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში კიდევ 12 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მაშველები მუშაობას აგრძელებენ," - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 


close დახურვა