logo
ENG



ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა - ბესელია ზარდიაშვილის წასვლას აფასებს

07 ოქტ 201914:32
3 წუთის საკითხავი
 
wjr3h7gn8mg4aw7.jpg

ვანო ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია აკეთებს.

მისი განცხადებით, ის რაც ახლა ხდება, უფრო ადრე, რომ მომხდარიყო, ბევრ ზიანს თავიდან აიცილებდა „ქართული ოცნება“.

„უფრო ადრე, როდესაც მე მათ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილისნაირი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ, არამარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც, მაშინ რომ დაეგდო ყური და დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა.
როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ ვიდრე ფაქტი არ დადგა, იქამდე  არ შეიგონეს და შემდეგ უკვე ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, დიდი ზიანი მიაყენა პარლამენტსაც, ქვეყანასაც და ქართულ ოცნებასაც, იგივე მოხდა ახლაც. ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება ან საერთოდ შეუძლია რაიმეზე უარი თქვას, რას მისთვის კომფორტულია. მას ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა დეპუტატობის მანდატი.
ერთი რამ შეიძლება დაზუსტებით გითხრათ, მასზე ბევრად ძლიერი ადამიანები, ჩემი პროფესიული და საჯარო ბრძოლის ეტაპზე მიპირისპირდებოდნენ და არ მახსოვს, ამ ბრძოლაში რომელიმე გამარჯვებული ყოფილიყო,“ - აცხადებს ბესელია.

დეპუტატის შეფასებით, იმ ზიანის რეაბილიტირება, რაც ზარდიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიაყენა შეუძლებელი იქნება.


close დახურვა