ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ.
გრიგოლ აბრალავა და ნუგზარ თალაკვაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 3 დღის წინ დააკავეს. აბრალავა და თალაკვაძე საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა.
უმრავლესობის ყოფილი წევრი მომხდარს ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, მისი ცოლის ძმის მიერ იარაღის გადაგდებასთან დაკავშირებით, უარყოფს. გრიგოლ აბრალავა გასულ წელს ნორვეგიაში ქურდობისთვის იყო დაკავებული.
"მისი მეგობარი იჯდა საჭესთან. პატრულმა სთხოვა გაჩერება. ამათმა არ გააჩერეს. შემდეგ გადააყენეს და როგორც ვიცი დაუმორჩილებლობის ამბავია", - განაცხადა ზარდიაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.