ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა და მგონია, რომ შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების და განსაკუთრებით, ბატონი დავითის მიმართ, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, ხელი მოეწერა და დაენიშნა, აქ მაინც ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა ან რაღაც. ქალბატონი სალომე არის დამოუკიდებელი მაქსიმალურად, გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა.
ზარქუა: ქალბატონი სალომე ცოტა თავისებურია, ხასიათის ადამიანია
31 აგვ 202216:01
3 წუთის საკითხავი