logo
ENG



ზარქუა ადასტურებს, რომ რადას მიწვევის მიუხედავად, საქართველოს დელეგაცია კიევში არ ჩავა

20 თებ 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ დაადასტურა, რომ  უკრაინის რადამ 24 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში მიიწვია, რაზეც ქართულმა ოცნებამ უარი თქვა.

ზარქუას თქმით, უკრაინის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, "დიპლომატიური ურთიერთობების სივრცე არ რჩება".

"ჩვენ ვთქვით, რომ პლატფორმაზე და საქმითაც ვადასტურებთ, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ, იმიტომ რომ გვჯერა, გვწამს, რომ ადრე თუ გვიან სამართლიანობა იზეიმებს და როგორც უკრაინა აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველო. დიახ, 24 თებერვალს ჩვენ მიწვეული ვართ, ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა უარს ვამბობთ. რატომ, იმიტომ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს", - თქვა ზარქუამ.

დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. 


close დახურვა