გუშინ არც ერთი სიტყვა არ იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, არც ნაციონალური მოძრაობის ინტერესების შემცველი. მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით - ევროპაში, ევროპისკენ წინ. მეც ამ სულისკვეთებას ვიზიარებ. [...] გუშინ მთელი დღის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სულისკვეთება, რომ ხელში ჩაეგდოთ სადავეები, მაგრამ არ გამოუვიდათ. დიახ უნდა აღინიშნოს, რომ აქცია იყო მრავალპარტიული, იყო განსხვავებული ორიენტაციის, მსოფლმხედველობის ხალხი გაერთიანებული, მათი სულისკვეთება იყო ევროპისკენ წინ. გაცილებით მეტია მოსახლეობა, ვინც ითხოვს, კიდევ უფრო მეტად ითხოვს, ევროპისკენ სრული სვლით წასვლას.
ზარქუა აქციაზე: ჩვენი და სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით
21 ივნ 202211:33
3 წუთის საკითხავი