logo
ENG



ზარქუა დანიის ელჩის განცხადებას თავხედურს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

11 იან 202417:08
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა დანიის ელჩის განცხადებას თავხედურს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა დანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, თავხედურს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ზარქუა ელჩს მოუწოდებს, შემდეგში "უფრო ფრთხილი" იყოს.

"უპასუხისმგებლოს, სიცრუეს, დეზინფორმაციას, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი. ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - პოლარიზაციის კიდევ გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი და შემდეგში მე მოგიწოდებდით, რომ უფრო ფრთხილი იყოთ.

ეტყობა, არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში არის დანაშაული და მიუღებელი. მე დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ამ ელჩს და მოსთხოვს ახსნა-განმარტებებს, მე კი, ჩემი მხრიდან, მას ვურჩევდი, რომ ბოდიში მოუხადოს ჩვენს საზოგადოებას ამ განცხადების გამო", - თქვა ზარქუამ.

დანიის ელჩმა დანიურ მედიაში OP-ED გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. დღეს, 11 იანვარს ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დანიის საელჩომ და თქვა, რომ ივანიშვილზე დანიის ელჩის განცხადებას ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე იყენებენ. ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 


close დახურვა