გაუჩნდებოდა ეს განცდა ქალბატონ სალომეს ისევე, როგორც ყველას გვაქვს ეს მენტალიტეტში სააკაშვილის რეჟიმიდან, როცა რომ დადებდი [ტელეფონს] ოპერატორიც კი ისმინებოდა.
ქალბატონი ზურაბიშვილი მაგ დროსაც ცხოვრობდა საქართველოში, ისევე როგორც მთელი საქართველო და ის მოსმენები როგორ ხდებოდა, ჩვენ გვახსოვს, შეიძლება, ამის გამოძახილი და ამის აღქმაა.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. გუშინ, 1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საუბრამდე ვფიქრობთ, დავიტოვო ტელეფონი თუ გავიტანო".