logo
ENG


ზარქუა მოსმენების კანონზე: პრეზიდენტმა ხოში მაქვსო და პოლიტიკური ვეტო დაადო
  • 714ნახვები

გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა იცით? მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა ჩემი ვეტოს დადების არგუმენტი არის პოლიტიკურიო. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი? ანუ სამართლებრივად სწორი არისო, მაგრამ ხოში მაქვსო და პოლიტიკური ვეტო დაადო. კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ვეტო.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს ვეტო დაატო და ფორმულას ინფორმაციით, საკითხზე ვენეციის კომისიას მიმართა.

 ფორმულას ინფორმაციითვე, საშემოდგომო სესიაზე, როცა პარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს, პრეზიდენტი პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიისგან მიღებულ შენიშვნებს წარადგენს. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა