logo
ENG



ზარქუა პოდოლიაკზე: ჭე კლასის მრჩევლები არაა საინტერესო, რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში

20 მაი 202213:13
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა პოდოლიაკზე: ჭე კლასის მრჩევლები არაა საინტერესო, რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში
ვახო ქარელი/ფორმულა

პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის "ჭე" კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში


close დახურვა