logo
ENG



ზარქუა სააკაშვილზე: ტელევიზორი ნათესავებმა მიუტანონ, სასათბურე პირობები ვერ იქნება

07 ოქტ 202112:29
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში "სასათბურე პირობებს" ვერ შეუქმნიან და ტელევიზორი "პროტოკოლით არაა გათვალისწინებული". მანვე სააკაშვილს ნათესავებს მოუწოდა რომ მათ შეუძინონ ტელევიზორი. 

"შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს, უბრალოდ, არგუმენტირებული უნდა იყოს. რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში, მგონი განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.

რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესავებმა მიუტანონ, რაც ეხება მობილურს შეზღსუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვი განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება", - ამბობს ზარქუა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს


close დახურვა