logo
ENG



ზარქუა სამადაშვილს: ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი

08 ივნ 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა სამადაშვილს: ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი

ხშირად ვუსმენ, მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. მე ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე, რა ტონალობაში გველაპარაკება? ყოველთვის შეურაცხყოფას რატომ გვაყენებს მისი გამოსვლა? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20 პროცენტი შეიწირა, სადაც შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში შენს გუნდს მიაღებინე რეზოლუცია, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკები, ქალბატონო სალომე? თქვენ ხომ არ აგერიათ რამე? ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი. კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი და ეს იცოდეთ


close დახურვა