logo
ENG



ზარქუას ტყუილი

18 ნოე 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

არც ერთი ქართველი არ გამოიყენებდა ამ სიტყვებს ვინმეს მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულიად შეუფერებელი და ვფიქრობ, რომ ამას ყველა ქართველი აცნობიერებს - ასე უპასუხა ამერიკის ელჩმა დეპუტატ ზარქუას შეურაცხყოფას სენატორ შაჰინის მიმართ. საინტერესოა, რომ ქართულ ოცნებას არ დაუგმია საკუთარი პარტიის წევრის გამონათქვამი. თავად ზარქუა კი შეურაცხყოფის გარდა, ტყუილშიც გამოიჭირეს.

დეპუტატმა სოციალურ ქსელში წერილობით სცადა თავისი საქციელის ახსნა და ისრები მედიისკენ გადაიტანა, თითქოს სხვა თემაზე ხუმრობდა და კონტექსტი დაუმახინჯეს. სინამდვილეში კი არსებობს სრული შავი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ზარქუამ უბრალოდ იცრუა და შეურაცხყოფაც არ ყოფილა შემთხვევითი წამოცდენა.


close დახურვა