რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2030 წლამდე აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს.
ზატულინის თქმით, კობახიძის ეს განცხადება უკავშირდება პატრიოტიზმის ჩვენების სურვილს, ასევე დასავლეთთან თავის მართლებას.
"არ ვიცი რით იყო შთაგონებული საქართველოს პრემიერმინისტრი, გარდა სურვილისა საკუთარი პატრიოტიზმი ეჩვენებინა. ჩემთვის გაუგებარია როგორ აპირებს კობახიძე 2030 წლამდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, არიან რუსეთის დაცვის ქვეშ და აღიარებულები არიან. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერს სურდა კიდევ ერთხელ წარმოეჩინა თავი, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც არაფერს დაუთმობს ოპოზიციას...
ეს გამოწვეულია სავარაუდოდ იმ შიდაპოლიტიკური ბრძოლებით, რაც საქართველოში უცხოელი გავლენების აგენტების კანონის მიღების შემდეგ გამწვავდა. ეს ასევე უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების სურვილს აჩვენონ, რომ ისინი რუსული გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან, რადგან მათ მიიღეს კანონი დასავლეთის აზრის მიუხედავად. ისინი თავს იმართლებენ ოპოზიციასთან და დასავლეთთან.
საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: "ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად".