logo
ENG



ზაქარეიშვილი: ბჟანია მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ქართველებთან ურთიერთობის დალაგება

30 მარ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ოკუპირებულ აფხაზეთსა და ქართულ მხარეს შორის ურთიერთობის შესაძლო შეცვლაზე ისაუბრა. 

კერძოდ, მან ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებზე და მასში ახალი დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გამარჯვებაზე გაამახვილა ყურადღება. 

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობას საქართველოს საერთო ინტერესებისათვის ახალი შესაძლებლობა მოაქვს. 

ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების თაობაზე აფხაზური მხარის მზაობას, გაიგებს. 

"ასეთი პრინციპული ქართულ ურთიერთობებზე არ ყოფილა არც ბაღაფში არც ანქვაბი. ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც ქართველი ხალხის მიმართ უფრო ლოიალურები არიან, როგორიც არის ბჟანია. ბჟანია მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ქართველებთან ურთიერთობის დალაგება, როგორც საქართველოსთან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ასევე ქართველებთან ვართ დამოუკიდებელბეი, ჩვენ გალელებთან. ეს რიტორიკა ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკაა. ის თავის შიდა პოლიტიკაზე ფიქრობს. ამიტომ, კეთილი ვინებოთ და ამ სიტყვების უკან დავინახოთ შესაძლებლობები", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარებულ ე.წ. პრეზიდენტის განმეორებით დეფაქტო არჩევნებში, ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგრობრობა ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ დე ფაქტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. 

 


close დახურვა