რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთმა შვედეთი და ფინეთი გააფრთხილა NATO-ში მათი შესაძლოა გაწევრიანების შედეგების შესახებ.
"ბრიუსელი შეერთებული შტატების ეგიდით დიდი ხანია ითრევდნენ შვედეთსა და ფინეთს თავიანთ სტრუქტურებში, ტარდებოდა სხვადასხვა ჰიბრიდული, სწავლებებისა და ტრენინგების საფარქვეშ, ღონისძიებები. ჩვენ ყველა გაფრთხილება გავაკეთეთ - საჯაროც, ორმხრივი არხებითაც. მათ იციან ამის შესახებ, ამიტომაც გასაკვირი არაფერია", - თქვა ზახაროვამ როსია 24-ის ეთერში.
ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. შვედეთის პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება იმის შესახებ, უნდა გააკეთოს თუ არა განაცხადი.
აქამდე ფინეთი და შვედეთი უარს ამბობდნენ NATO-ში გაწევრიანებაზე. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათ გადაწყვეტილებას გადახედეს.