logo
ENG



ზახაროვა: სანდუ, ზელენსკი და სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ტერმინატორები არიან

15 სექ 202418:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/15/u1r203n4dslcgpp.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სანდუ, ზელენსკი და იქამდე სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან.

"ესენი ადამიანი-ტერმინატორები არიან, ასეთ ადამიანებს დასავლეთში ხშირად იყენებდნენ. მოდით ჩამოვთვალოთ: მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი. საქართველოში სააკაშვილი იყო. ეს ადამინები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში ჩართვის ღილაკს აჭერენ", – ამბობს ზახაროვა.

რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყნების პასპორტები აქვთ, ენა და კულტურა იციან, თუმცა შემდეგ ბრძანების მიღებისთანავე იცვლებიან.

 

 


close დახურვა