logo
ENG



ზახაროვა რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე: რეალურად საუბარია რუსული ენის კურსებზე

13 დეკ 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
fko6eymz5yiuj97.jpg

"რეალურად საუბარია რუსული ენის კურსებზე",-ასე გამოეხმაურა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი  გახსნას„სპუტნიკ საქართველოს“ ოფისში ტელეხიდის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, დეტალები ამ საკითხის შესახებ არ იცის და შესაბამისად ჟურნალისტები ამ თემით მისი მისამართით არ უნდა დაინტერესდნენ. ზახაროვას მიაჩნია, რომ ამ თემის ირგვლივ ატეხილი კრიტიკა იყო გაუგებარი და შეუსაბამო. 

"რეალურად საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც სხვათაშორის ფუნქციონირებს თბილისში და დავაზუსტებ, რომ აღნიშნული ფუნქციონირებს 2014 წლიდან. ამიტომ რატომ გამოიწვია ახლა ამ თემამ პოლიტიკურ წრეებში ასეთი ამბავი, გაუგებარია. მოვისიმინე კიდეც ისეთი ფაქტები, თითქოს ეს კავშირშია საოკუპაციო ბაზასთან. სიმართლე. გითხრათ არ ვიცი და ეს კითხვა ჩვენი მისამართით არ უნდა იყოს",-განმარტა ზახაროვამ

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინის თქმით დეკემბრის შუა რიცხვებში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ამ განცხადებას ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. 


close დახურვა