logo
ENG



ზედამხედველობა პოლიციასთან ერთად აკოტროლებს ვითარებას - ზუგდიდში ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა

24 აპრ 202013:02
3 წუთის საკითხავი
clock 293
rzeidzinjrt37g5.png

ზუგდიდის ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა. ბაზრობაზე პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია ფუნქციონირებს. 

ზუგდიდის ახლადგახსნილ აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე და ზუგდიდის მერი გაეცნენ. მათი თქმით, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ.

"გავეცანით არსებულ სიტუაციას. სამართალმდაცვავები აკონტროლებენ რიგებს, ასევე მოქალაქეებს უკეთიათ პირბადეები და იცავენ დადგენილ წესებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ გარემობიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს შეექმნათ პრობლემა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით და აუცილებელი გახდა ბაზრობსი ნაწილობრივ ამოქმედება. ანალოგიურად გახსნილია ფოთის ბაზრობა და ორივე ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლდება",-აცხადებს მალხაზ თორია. 

ზუგდიდის მერის თქმით, პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიებიც, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა, ფუნქციონირებას შეძლებენ. 

"მოქალაქეების შეშვება ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, დაცულია დისტანცია. ჩვენი ზედამხედველობა პოლიციასთან ერთად აკოტროლებს ვითარებას, პარალელურად მიმდინარეობს ბაზრის მეორე ნაწილის დასუფთავებისა და დემონტაჟის პროცესი, სადაც მოსახლეობა ასევე შეძლებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას",-აცხადებს გიორგი შენგელია.  

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბაზარმა ფუნქციონირება გუშინ განაახლა.


close დახურვა