logo
ENG



ზედელაშვილი ვენეციის კომისიაზე: რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია, მხილებაა ღია ღალატში

21 მაი 202421:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/kiag8awp6awj61i.png

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დასკვნა "რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია".

"რამდენადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დგას სინდისის უპირობო უარყოფაზე, მოსალოდნელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე თქვას, რომ დაუსაბუთებელია.

სინამდვილეში, ეს დასკვნა არის არა მხოლოდ რეჟიმის წყალწყალა "არგუმენტების" გაცამტვერება, არამედ რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია, მისი მხილებაა ღია ღალატში სამართლის უზენაესობისა და კონსტიტუციური დემოკრატიის ყველა იდეალისა.

გთავაზობთ უსწრაფესად ვთარგმნოთ ეს დასკვნა. პარაგრაფ-პარაგრაფ ვურტყათ იმ ჩამორეცხილ ადგილას, სადაც წესით სახე უნდა ჰქონდეთ"- წერს ზედელაშვილი.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.  

 


close დახურვა