logo
ENG



ზედელაშვილი ოცნებას: ბელადი და რუსი პატრონები გეუბნებიან, ცოტაც გაუძელით - გატყუებენ

07 ივნ 202411:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/colfw5s2vrtweis.jpg

მორიგი განმარტებითი პოსტი სანქციებზე, ქოცებისთვის:

ცხადია, ფიქრობთ, როგორ დააღწიოთ თავი თქვენზე და თქვენს ოჯახზე თავსდატეხილ განსაცდელს, რომელიც მალე უფრო გამკაცრდება. ბელადი და მისი რუსი პატრონები გეუბნებიან, რომ ცოტაც უნდა გაძლოთ, რეჟიმი დასტაბილურდებადა სანქციები მოიხსნება.

არ დაუჯეროთ, გატყუებენ. სინამდვილეში პირიქით არის. თუ რამე ცოდნა და გამოცდილება არსებობს სანქციებზე ავტორიტარული რეჟიმების მიმართ, ამას ადასტურებს.

რეჟიმი თუ დასტაბილურდა, კონსოლიდაცია მოახერხა და ძალაუფლება გაიმყარა, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება და როგორც სენატორი შაჰინი დაგპირდათ, მუდმივი გახდება. ისინი დაეფუძნება სპეციალურად თქვენთვის შექმნილ კანონმდებლობას, მიღებულს ორპარტიული კონსენსუსით, რომელსაც ყველა შემდგომი ამერიკული ადმინისტრაცია გადაიბარებს და გააგრძელებს. ორპარტიული კონსენსუსით მიღებული ზომები მარტივად არ გადაიხედება, მით უფრო მაშინ თუ მათი მიღების მიზეზი არ აღმოფხვრილა.

რეჟიმის კონსოლიდაციას თუ ხელს შეუწყობთ, საკუთარ თავს და შთამომავლობას გაწირავთ სანქციების ქვეშ ცხოვრებისთვის მრავალი ათეული წელი. კითხეთ ირანელებს, კითხეთ ბელარუსებს.

უკვე დაწესებულ სანქციებზე არავინ იტყვის, რომ ისინი არაეფექტურია და უნდა მოიხსნას. პირიქით, სანქციები განუსაზღვრელი ვადით დარჩება და უფრო და უფრო გამკაცრდება. ამასობაში, თქვენ სრულად აღმოჩნდებით რუსეთისა და ჩინეთის ყმობაში, თავის დაღწევის შესაძლებლობის გარეშე.
ისინი დაგეხმარებიან ფიზიკურად გადარჩენაში, თუმცა ცივილიზაციისგან გარიყულები, სამუდამოდ, თქვენი შთამომავლობით, მათ მონობაში იქნებით. აქეთ მიგათრევენ, აქამდე თუ ვერ ხვდებით.

მთელი ბიბლიოთეკები არსებობს სანქციების რეჟიმებზე ავტორიტარული რეჟიმების მიმართ. მოკლე ანოტაციაც რომ წაიკითხოთ (ან Chat GPT -ს გააკეთებინოთ) ნახავთ, რომ სტაბილიზებული ავტორიტარული რეჟიმების მიმართ სანქციები ათწლეულობით (!) გრძელდება და მძიმდება.
არ დაიჯეროთ დუგინის ბოდვები, რომ ამერიკა და დასავლეთი მალე დაემხობა და ამ სანქციების ეფექტიც ასე გაივლის. ასე არ იქნება.
შესაბამისად, ერთადერთი გზა რომელიც თქვენ დაგიტოვეს და რომელიც გიხსნით თქვენ და თქვენს შთამომავლობას შემდგომი ათეული წლებით მძიმე სანქციების ქვეშ ცხოვრებიდან არის შემდეგი:

თავს უშველეთ, გაექეცით ბელადს, რომელმაც ამაში გაგაყოფინათ თავი, ხელი შეუწყვეთ მისი რეჟიმის სწრაფ ჩამოშლას. ეს არის ერთადერთი გზა, რომ სანქციებს სწრაფად დააღწიოთ თავი და ნორმალურად ცხოვრება შეძლოთ. ყველა სხვა გზა სადაც მიგერეკებიან, ირანსა და ბელარუსში მთავრდება.

ამას იმიტომ არ გწერთ, რომ თქვენზე განსაკუთრებით ვღელავ. არა, უბრალოდ თქვენგან განსხვავებით, პირად ზიზღზე მაღლა ამ ქვეყნისა და საზოგადოების ბედის დაყენება შემიძლია. თორემ ის გარდაუვალი ბედი, რაც სანქციების ქვეშ გელით, თქვენზე ალალია. ამას ეს ქვეყანა არ უნდა გადაყვეს.


close დახურვა