logo
ENG



ზელენსკა: გვჯერა გამარჯვების - დღეს და ყოველთვის

14 ოქტ 202216:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/hmnuzb495nmekxl.jpg

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინელ ხალხს სჯერა გამარჯვების, დღეს და ყოველთვის.

"უკრაინელი დამცველები - ჩვენი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერა და სიმბოლოა. ყოველი დღე თქვენი დღეა, რადგან თქვენ ირჩევთ ჩვენს უფლებას სიცოცხლისთვის. თქვენ ყველანი ჩვენი გმირები ხართ. საუკეთესო და უძლეველი. მადლობას გიხდით და გვჯერა გამარჯვების - დღეს და ყოველთვის. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!" - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.

უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი დღეს ზელენსკიმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ვინც ახლა იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.

"14 ოქტომბერს უკრაინის დამცველთა დღეს აღვნიშნავთეს არის მათი დღევინც იბრძვისეს არის დღეიმისა რისთვისაც ვიბრძვითეს არის გამარჯვების დღერომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ,"- განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა