logo
ENG



ზელენსკა: ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა

09 ოქტ 202218:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/09/85whv94wyw8jwqd.jpg

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

"მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს აჩვენებს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.

უკრაინის ცნობით, გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. პირველადი მონაცემებით, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაიყვანეს 49 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვია. დაშავებულთაგან 35-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა