logo
ENG



ზელენსკა: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ

11 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/mkkk8la99ntertw.jpg

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსები უკრაინელი ხალხის დაშინებას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელებს არ ეშინიათ.

"რუსული რაკეტები მასიურად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენი შვილები კიდევ ერთხელ უნდა დაიმალნონ მეტროში. ჩვენს დაშინებას და გატეხვას ცდილობენ - მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარეზეა. უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.

გუშინ დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. 


close დახურვა