ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა უკრაინაზე ვისაუბრო. ეს უდიდესი შესაძლებლობა იყო. Vogue-ს მილიონობით ადამიანი კითხულობს, ათობით მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან პოპულარული გამოცემაა და მათთან პირდაპირი საუბარი ჩემი მოვალეობა იყო. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო გამოცდილება იყო, მიუხედავად მოკლე პერიოდისა, რომელიც ინტერვიუზე დავხარჯეთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, კრიტიკა ყოველთვის იქნება, ყველა მომენტში. მაგრამ მიმაჩნია, რომ სჯობს რაღაც გააკეთო და კრიტიკა მიიღო, ვიდრე არაფერი გააკეთო.