logo
ENG



ზელენსკი: 500 000 ადამიანის მობილიზაციის საჭიროებას ვერ ვხედავ

21 იან 202418:18
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: 500 000 ადამიანის მობილიზაციის საჭიროებას ვერ ვხედავ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით 500 000 ადამიანის მობილიზაციის საჭიროებას ვერ ხედავს. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ Channel 4-თან ინტერვიუში გააკეთა.

"პირადად მე, დღეს ვერ ვხედავ საჭიროებას ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზაციისა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უბრალოდ პასუხი გაგცეთ ან ვინმეს თავი მოვაწონო. ჯერ ვერ ვხედავ შესაბამის დეტალებს, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონი საჭიროა. ასევე საუბარია ფინანსებზე - ამ ნაწილში, თანხა პარტნიორების ხრიდან არ მოდის და მინდა ყველამ ეს იცოდეს - ეს ჩვენი შიდა ხარჯია, ფინანსდება უკრაინის ბიუჯეტიდან", - თქვა ზელენსკიმ.

ერთ-ერთ შეხვედრაზე სამხედროები 450-500 000 ადამიანის მობილიზაციაზე საუბრობდნენ. სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.


close დახურვა