უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 14 წლის წინ, NATO-ს ბუქარესტის სამიტი პრევენციის შანსი იყო, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილიყო.
"ბუქარესტი, ნატოს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილს, 14 წლის წინ. პრევენციის შანსი იყო, რომ რუსეთი არ მოსულიყო. ბუჩა, კიევის რეგიონი. ახლა. რუსეთი მოვიდა.
რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, უყურონ. ნახეთ რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები", - წერს ზელენსკი.
გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.