logo
ENG



ზელენსკი: ამ შემოდგომაზე ბევრი გაკეთდა სახელმწიფოს პოზიციების გასაძლიერებლად

13 დეკ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/hk8xorpsuwpjwli.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შემოდგომაზე ბევრი გაკეთდა უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად.

"ამ შემოდგომაზე ბევრი გაკეთდა სახელმწიფოს პოზიციების გასაძლიერებლად და ოკუპანტების დასაკარგად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ზამთრის შემდეგაც იგივე ითქვას. და რაც არ უნდა მასშტაბური ყოფილიყო ოკუპანტების ტერორი, ჩვენს სახლში ყველაფრის აღდგენის სურვილი ყოველთვის უფრო დიდი იყო. ეს ასე უნდა გაგრძელდეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასიური სარაკეტო თავდასხმებისთვის ემზადება. მისი თქმით, სანამ რუსეთს რაკეტები აქვს, უკრაინის მოსახლეობას საჰაერო განგაშებზე რეაგირება უნდა ჰქონდეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა