logo
ENG



ზელენსკი: ამერიკულ დელეგაციასთან დისკუსიები არსებითი და ეფექტური იყო

15 დეკ 202520:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/15/cxi841zdb022gzl.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულ დელეგაციასთან დისკუსიები არსებითი და ეფექტური იყო.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები უკრაინას „ღირსეულ მშვიდობასთან“ დააახლოებს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-სთან ასეთი მოლაპარაკებები მარტივი არ არის.

„საუბარი იყო პროდუქტიული, ძალიან დეტალური და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა იყოს ღირსეული – ეს ჩვენთვის არსებითია.

ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ევროპაში და ვინ მოიტანა ის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბერლინში 14-15 დეკემბერს გაიმართა.


close დახურვა