logo
ENG



ზელენსკი: ამხანაგ პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ ამხანაგი პუტინი აღიარებს

08 ივნ 202410:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/08/3g761j81dk0e0j5.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის არალეგიტიმური მმართველია.

"პრეზიდენტ ზელენსკის ლეგიტიმურია აღიარებულია უკრაინელი ხალხის მიერ [...] ჩვენი ხალხი თავისუფალია. ამხანაგ პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ ამხანაგი პუტინი აღიარებს", - თქვა ზელენსკიმ პარიზში პრესკონფერენციაზე.

პუტინმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია მას შემდეგ, ამავე წლის მაისში მისი უფლებამოსილების ვადა დასრულდა. პარასკევს მან, რომელიც მეხუთე ვადით არის პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ძალაუფლება "უზურპირებულია, მაგრამ რუსეთი მზადაა ეძებოს, ვისთან აწარმოოს მოლაპარაკებები".

უკრაინული კანონი საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს. ქვეყნის კონსტიტუციაში ასევე არის დებულებას, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრეზიდენტი ინარჩუნებს უფლებამოსილებას ქვეყნის მომავალი მეთაურის თანამდებობაზე მოსვლამდე.


close დახურვა