logo
ENG



ზელენსკი: აშშ-მა უნდა მოგვცეს ნება რუსეთში სამხედრო ბაზებს ATACMS-ის რაკეტებით დავარტყათ

02 ივნ 202417:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/02/08mna83rp6bdluq.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა სინგაპურში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მისცეს უფლება, გამოიყენოს შორ რადიუსიანი ATACMS-ის რაკეტები რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიშის განსახორციელებლად.

ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ მან დართო უკრაინელებს ნება გამოეყენებინათ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა დაამატა, რომ ეს ნებართვა შორ მანძილზე მოქმედ აღჭურვილობასაც უნდა შეეხოს.

"ეს [ნებართვა] საკმარისია? არა. რატომ? იმიტომ, რომ მე მოგიყვანე აეროდრომების მაგალითი, რომლიდანაც რუსეთი მუდმივად ისვრის, მშვიდად, რადგან იცის, რომ უკრაინა ვერ უპასუხებს, რადგან განა მას არ აქვს შესაბამისი სისტემები, არა, არამედ ნებართვები:, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ კრემლი აგრძელებს შორს მოქმედი არტილერიისა და დაახლოების 300 ტიპის იარაღის გამოყენებას რუსეთის მხრიდან უკრაინაზე იერიშის განსახორციელებლად.


close დახურვა