logo
ENG



ზელენსკი: ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პუტინი თავის სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს

06 ოქტ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პუტინი თავის სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ვლადიმერ პუტინი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.

ზელენსკის თქმით, მსოფლიო პუტინს და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპატიებს.

"მგონია, რომ რუსეთის ხელმძღვანელს ძალიან უყვარს თავისი სიცოცხლე. მგონია, რომ ის ხვდება - ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ის სიცოცხლის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა