logo
ENG



ზელენსკი: ბოლო კვირებში რუსეთის სამხედრო მანქანის დაუცველობა ბევრმა დაინახა

16 მარ 202423:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/16/vriuap0vkhdpui4.jpg

ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთის სამხედრო მანქანის დაუცველობა ბევრმა დაინახა. ასევე ცალსახაა, რომ ჩვენს იარაღს მისი განადგურება შეუძლია.

მადლობელი ვარ უკრაინის შეიარაღებული ძალების, უშიშროების სამსახურისა და თავდაცვის დაზვერვისა ახალი, შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მადლობელი ვარ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის, ყველასი, ვინც მუშაობს უკრაინის გაძლიერებაზე, სწორედ მათი საშუალებით მოხერხდა ამგვარი იარაღის უკრაინაში წარმოება. ამიერიდან უკრაინას ცაში ყოველთვის ეყოლება საკუთარი ძალები.


close დახურვა