logo
ENG



ზელენსკი: ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, რადგან ეს რუსეთს სარგებელს მოუტანს

11 იან 202419:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/ft0g1k7ub9krngi.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, რადგან ეს რუსეთს სარგებელს მოუტანს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან შეხვედრისას განაცხადა.

"ბრძოლის ველზე პაუზა უკრაინის ტერიტორიაზე ომის შეწყვეტას არ ნიშნავს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ომის დასასრულია და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთთან ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ გვესმის ის მოცულობა, რასაც ისინი [რუსები] დღეს აწარმოებენ. ვიცით, რა რაოდენობის დრონებსა და თუ საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ ყოველდღე. ამასთან, ვხედავთ, რა აკლიათ. მათ დრონებისა და საარტილერიო ჭურვების დიდი დეფიციტი აქვთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა