უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ასევე იგეგმება საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან.
"ბოლო საათებში განვითარებული მოვლენები განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომას. იგეგმება საუბარი ბორის ჯონსონთან", - წერს ზელენსკი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
პუტინისვე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში მომზადდება.