უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელ სამხედროებს გარკვეული პოზიტივი აქვთ ზაპოროჟიეს ოლქში და თანდათან წინ მიიწევენ ხარკივშიც.
"ფრონტზე სიტუცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის ქალაქები ოკუპანტის მთავარი სამიზნეა. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან წინ მივიწევთ ხარკივში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს", - ამბობს ზელენსკი.